ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„ტენტორიუმი" - 3 წელი ქართულ ბაზარზე
24/05/2012


პრესრელიზი

 

24 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის

საკონტაქტო
 პირი
ეკა ფოცხვერია
პიარ მენეჯერი «ტენტორიუმი»
ტელ: 2 37 1719, მობ: 574 61 77 44
ელ.ფოსტა: info@tentorium.ge 
ვებ: tentorium.ge

„ტენტორიუმი" - 3 წელი ქართულ ბაზარზე

23 მაისს, 2012, 18:30 სთ-ზე  - კომპანია „ტენტორიუმმა" ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 3 წელი სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია"-ში მეგობრებთან ერთად აღნიშნა. კომპანია მსოფლიო ბრენდია და მისი სერვის-ცენტრები მსოფლიოს 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ტენტორიუმი ფუტკრის უნიკალურ პროდუქტებზე დამზადებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს აწარმოებს: ჯანმრთელობის, ენერგიისა და სილამაზის ხაზით. წინა წლებთან შედარებით კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი გაორმაგდა,  ხოლო ავტორიზებული მომხმარებლის რიცხვი კი სამიათასს შეადგენს.

კომპანიის პრეზიდენტმა მიწვეულ სტუმრებს გააცნო  „ტენტორიუმის" განვითარების ეტაპები, 3 წლის მოღვაწეობის შემაჯამებელი ანგარიში და სამომავლო გეგმები.

პრეზენტაციას დაესწრნენ ოფთალმოლოგი ქეთევან მამამთავრიშვილი,  რაგბის ეროვნული ნაკრების ქალთა და კაცთა შვიდკაცას მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი, ერნა წიფურია, გივი სიხარულიძე და სხვა ცნობილი სახეები.

„ტენტორიუმის პროდუქცია უნიკალური, ნატურალურა და მართლაც, ყველასგან გამორჩეულია. ის მომავლის პროდუქტია " - აღნიშნა ნინო ზაუტაშვილმა თავის სიტვაში. ტენტორიუმის სამი წლის იუბილე მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში წარიმართა.

 

წაკითხულია: 3204